წიგნი,რომელმაც შემცვალა <3 N1

 

          წიგნში გადმოცემული ამბავი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.ნებისმიერი წაკითხული წიგნი ადამიანს ოდნავ მაინც ცვლის.შეიძლება ითქვას,რომ წიგნი გვაყალიბებს,გვზრდის და გვასაზრდოვებს ცოდნით,რაც იწვევს შეხედულებების,აზრების შეცვლას ან გამტკიცებას.წიგნი გვაიძულებს რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ,,სხვის” ცხოვრებას გვასწავლის,მიგვითითებს სხვის შეცდომებზე,რისი დაშვების შანსიც ჩვენგან შემდგომში ნაკლებია.წაკითხული წიგნი ადამიანს გარკვეულწილად გვცვლის კარგისკენ ან ცუდისკენ…
მომწონს წიგნი,რომელიც შეიძლება რეალობად ვაქციოთ,რომელშიც გადმოცემულია ადამიანური ურთიერთობების ამბავი და მასთან ერთად ასახულია ცხოვრების სირთულეები.
ერიხ მარია რემარკი- ,,ტრიუმფალური თაღი”, ეს არის წიგნი,რომელიც უფრო რომანტიულს და მეოცნებეს მხდის,წიგნი,რომელიც მაბედნიერებს და წიგნმა,რომელმაც ნაწილობრივ შემცვალა.
,,ტრიუმფალურ თაღში” აღწერილია რომანტიკოსის ცხოვრება და ასევე საუბარია ზოგადად ცხოვრებაზე,მეგობრებზე,სიკვდილზე,სიყვარულზე,ქალსა და მამაკაცზე, ,,ოცნებებზე,რომელთაც ბნელი მანათობელი თვალები აქვთ,ღამე,რასაც არაფრით შეუძლია იყოს ღამე”, ადამიანზე, ,,რომელიც დიდია თავის ზრახვებში,მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში”,ოცნებებზე, ,,რომელიც გვაიძულებს სინამდვილესთან შეგუებას”, სიცოცხლეზე, რომელიც ,,მეტისმეტად სერიოზული რამ არის,რომ იმაზე ადრე დასრულდეს,ვიდრე სუნთქვას შეწყვეტ”, ისტორიაზე,რომელსაც ,,თუ დაივიწყებთ,ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ,ხოლო ყველაფერი,რაც გახსოვთ,ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევს ხოლმე”, შეყვარებულზე,რომელსაც ,,არ შეიძლება ტრაგიკულად მოექცე”,რომლებმაც იციან თუ ,,რა სწრაფად იყინები,როცა მარტო რჩები!მაშინაც კი,როცა სიცხეებია.ორი ერთად კი-არასდროს”, ქალზე,რომელმაც იცის თუ ,,რა სიამოვნებაა,როცა კართან გტოვებენ,ისიც ვარდებით ხელში”,ქვეყნიერებაზე, რომელიც ,,დაუღალავად ემზადება თვითმკვლელობისთვის,მაგრამ არ სურს ამიას აღიარება”, სიმშვიდეზე,ბუხარზე,წიგნებზე, ,,დაკარგულ სამოთხეზე”, წიგნი,რომელიც გვასწავლის,რომ ,,თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს იკითხო,ამას რა მოჰყვება,თორემ ვერაფერს გააკეთებ”,ადამიანზე,რომლებიც ,,ჭურჭელს რითაც სურთ იმით აავსებენ და მერე სიყვარულს ეძახიან”, ,,თამაშზე”, რომელშიც ,,ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს,მთავარი ისაა,რომელი რომელს დაასწრებს”, შეყვარებულზე,რომელმაც ,,ვნებით ტკბობის იქით შენიშნა ერთგულება,სიტყვების რახარუხის მიღმა-ადამიანური ნდობა.ასე ხდება ყოველთვის:მხოლოდ წვრილმანები ხსნის ყველაფერს,მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს”, ,,ბედნიერებაზე,რომელიც ძალიან უბრალოდ მოდის და მუდამ ბევრად უფრო მარტივად,ვიდრე კაცი იფიქრებს”,რომელიც ,,ჩვენ გარშემო იმდენია,რამდენიც გნებავს,მხოლოდ დაიხარე და აიღე”, მორალზე, ,,რომელიც სუსტების მოგონილია,მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა!”, ,,სიყვარულზე,რომელიც ხასიათს აფუჭებს”,სიკეთეზე,რომელიც ,,არ უნდა გაუკეთო ადამიანს,არ ღირს,ყოველთვის უკუღმა გაიგებენ”.
,,იამაყე იმით,რომ რომანტიკოსი ხარ!დიდების ჰიმნი უმღესე კაცობრიობას!”…
ჩემთვის,სწორედ ამ წიგნშია ბედნიერება,სწორედ ამან შემცვალა,სწორედ ამისგან ვისწავლე თუ როგორია მეოცნებე ადამიანი და რა სირთულეებს შეხვდება ის ცხოვრებაში.